Уважаемый посетитель! Вы используете устаревший браузер, чтобы страница работала правильно, рекомендуется использовать современный браузер.

კურსი შედგება სამი საფეხურისგან:
 

                 ბუღალტერია და ფინანსური ანგარიშგება

                 პრაქტიკული გაკვეთილები ბუღალტრული პროგრამის გამოყენებით

                 გადასახადები და დეკლარირება



ლექციებს ჩაატარებენ მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პრაქტიკოსი ბუღალტრები!

შეავსეთ ქვემოთ მოცემული ველები:

პროგრამა EXCELL-ის სიღრმისეულად შესწავლა.

EXCELL-ის კურსი მორგებულია კონკრეტულად ბუღალტრებისთვის!

    ძალიან ხშირად კურსდამთავრებულები ვერც კი ერკვევიან, როგორ უნდა გამოიყენონ პრაქტიკაში მიღებული თეორიული ცოდნა და იწყებენ პრაქტიკოსი მოქმედი ბუღალტრის ძებნას, რათა თავიდან შეისწავლონ ბუღალტერია, პრაქტიკულ მაგალითებზე. ხშირ შემთხვევაში კი, ასეთის მოძებნა ძნელია, ვინაიდან პროფესიონალ ბუღალტრებს თითქმის არ აქვთ თავისუფალი სამუშაო დრო.

    ჩვენს კურსებზე სწავლება მიმდინარეობს რეალური კომპანიის მაგალითებზე, რაც საშუალებას მოგცემთ, კურსის დამთავრების შემდეგ, თავი იგრძნოთ გამოცდილ ბუღალტრად.

    ჩვენთან დაგეზოგებათ თანხებიც და დროც, რადგან ჩვენი მიზანია, გონივრულად მოკლე ვადაში დაგეხმაროთ და დაგაუფლოთ ამ საპასუხისმგებლო პროფესიას, რომ მოთხოვნადი კადრი გახდეთ შრომის ბაზარზე.

    კურსის დამთავრების შემდეგ, სურვილის შემთხვევაში გააგრძელებთ უფასო სტაჟირებას პარტნიორ კომპანიებში დასაქმების პერსპექტივით. სხვა ორგანიზაციებში დასაქმების შემთხვევაში, გაგეწევათ როგორც რეკომენდაცია, ასევე საწყის ეტაპზე დახმარება მუშაობაში.

გსურთ თავისუფალი სამუშაო გრაფიკით მუშაობა?

მუშაობთ სულ ერთი მიმართულებით და გიჭირთ სხვა სფეროში გადასვლა?

გაიარეთ საბუღალტრო კურსები და მაინც ვერ მუშაობთ დამოუკიდებლად?

    ნახეთ ჩვენი ერთ-ერთი კურსდამთავრებულის, ლამრო წამალაშვილის გამოხმაურება, რომელიც ჩვენთან მოვიდა საბუღალტრო კოლეჯის დამთავრების შემდეგ.

    მან წარმატებით გაიარა პრაქტიკული ბუღალტერიის კურსები და დღეს უკვე ორი კომპანიის ბუღალტერია (მუშაობა დაიწყო ჩვენი რეკომენდაციით) და აგრძელებს კარიერულ წინსვლას.

სწავლის დასასრულს გაიცემა ორენოვანი სერთიფიკატი!

იხილეთ სხვა გამოხმაურებები ჩვენს Facebook გვერდზე: პრაქტიკული ბუღალტერია

ალვინა გრიგორიანი
ყველაზე კარგი კურსები და ყველაზე კარგი მასწავლებელი. ძალიან დიდი მადლობა განათლებისთვის. თქვენ ხართ განუმეორებელი თქვენს სფეროში.

ბოლო 1 წლის განმავლობაში ჩვენი 30-ზე მეტი კურსდამთავრებლი, წარმატებით დასაქმდა ბუღალტერის პოზიციაზე სხვადასხვა კომპანიაში.

ძირითადი საგანი ბუღალტერია და ფინანსური ანგარიშგება 

საგადასახადო კოდექსი

ბუღალტრული პროგრამების შესწავლა და მათი გამოყენება ბუღალტერიაში

გადასახადები და მათი გამოთვლა

დეკლარაციების წარდგენა(ყოველთვიური და ყოველწლიური)

RS.GE-ზე მუშაობა 

საბუთების შექნმნა,გამოწერა და მათი დამუშავება

სწავლის პროცესში ყველა საკითხი შესწავლილი იქნება პრაქტიკულ რეალურ მაგალითებზე.

კურსის წარმატებით დამთავრების შემდეგ მიიღებთ სერტიფიკატს

თითოეული მსმენელისთვის განკუთვნილი იქნება კომპიუტერი

599 897 607

practicallider@gmail.com

იჩქარეთ და დარეგისტრირდით მომდევნო ნაკადისთვის!

მონაცემები მიღებულია.
ჩვენი მენეჯერი მალე დაგიკავშიდებათ.

ლეილა სულხანიშვილი - მოქმედი ბუღალტერი, 17 წლიანი გამოცდილებით. საკუთარი კარიერა დაიწყო მცირე კომპანიის ბუღალტრად, დღეისთვის კი მუშაობს რამდენიმე მსხვილ კომპანიაში, რომლებსაც უწევს ბუღალტრულ მომსახურებასა და კონსულტირებას.

2006-2009 წლებში იყო სასტუმრო კრუიზის მთავარი ბუღალტერი.
2015 წლის ჩათვლით, იყო მთავარი ბუღალტერი აზერბაიჯანულ კომპანიაში.
ამის შემდეგ დააარსა პრაქტიკული ბუღლტერიის ცენტრი - ლიდერ ჯგუფი.

დამთავრებული აქვს თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი (MBA), ფინანსების სპეციალობით. ფლობს თავისუფალი უნივერსიტეტის CFM სერტიფიკატს, ბაფის სერტიფიკატს.

აქვს გავლილი საქართველოს საგადასახადოს სრული კურსი შემოსავლების სამსახურის ექსპერტების ხელმძღვანელობით.

ბიზნეს ტექნოლოგიების დოქტორანტი - საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში.

ლამრო წამალაშვილი
მახსოვს ის დღე, შენს შესახვედრად რომ გამოვეშურე.არ დავმალავ და ვიტყვი, რომ მეშინოდა.მინდოდა, მოგწონებოდი და გული აჩქარებული მქონდა.პირველივე გაკვეთილიდან მივხვდი, თუ როგორ გამიმართლა.ისიც მახსოვს, კურსის დამთავრების შემდეგრომ დამირეკე და მითხარი, რეკომენდაცია გაგიწიე ერთ ფირმაშიო, ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. სამი წელი გავიდა და უკვე ორ ფირმაში ვმუშაობ (შპს „გაზ ვოთერ ტექნოლოჯი“ და შპს „ტრიოტერმი“). მადლობელი ვარ ყველაფრისთვის. 

ჩვენ გთავაზობთ პრაქტიკული ბუღალტერიის სწავლების მაღალ ხარისხს, რთული საკითხების ახსნის მარტივ მეთოდს, გამყარებულს ყოველდღიური ბიზნეს-მაგალითებით. სწავლა მიმდინარეობს 4 თვის მანძილზე, კვირაში სამჯერ 2-2 საათი. იქმნება პატარა ჯგუფები რათა თითოეულ სტუდენტს დაეთმოს საკმარისი დრო.

4 თვის მანძილზე თქვენ მიიღებთ დეტალებში დახვეწილ, მაღალი ხარისხის ცოდნას ბუღალტერიის სფეროში, რაც საშუალებას მოგცემთ, დამოუკიდებლად შეუდგეთ ნებისმიერ სფეროში მოღვაწე ნებისმიერი კომპანიის საბუღალტრო საქმის წარმოებას და გახდეთ ფინანსურად დამოუკიდებელი.

www.accountingcoach.ge © 2019

ფლობს რუსულ, ინგლისურ, აზერბაიჯანულ და თურქულ ენებს.
ქვს ხანგრძლივი გამოცდილება პედაგოგიურ მოღვაწეობაში.